Accentnews.ge
გურჯაანში გაუპატიურების მცდელობისას შუახნის კაცი დააკავეს

გურჯაანში გაუპატიურების მცდელობისას შუახნის კაცი დააკავეს

02/07/2021 10:40:31 სამართალი

საქართვლოში სექსუალური ძალადობის მორიგი ფაქტი გამოვლინდა. გურჯაანის ერთ–ერთ სოფელში 41 წლის კაცი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 33 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობისას დააკავეს.

დაზარალებული ამბობს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კარის მეზობელი მის სახლში შეიჭრა და საკუთარ სახლში ძალის გამოყენებით წაიყვანა. ქალის დედა შვილის დახმარებას ცდილობდა, თუმცა მოძალადეს ვერ გაუმკლავდა და დახმარებისთვის პოლიციას დაუკავშირდა.

წინააღმდეგობა გავუწიე, თუმცა, მამაკაცს როგორ დავიმორჩილებდი?! ჩემი შვილი შშმ პირია, მინდა, მოძალადე კანონის წინაშე დაისაჯოს"- აცხადებს ტელეკომპანია "გურჯაანთან" დაშავებულის დედა.

სამარალდამცველებმა 41 წლის კაცს ხელბორკილი სექსუალური ძალადობის მცდელობისას დაადეს.

ირკვევა, რომ სავარაუდო მოძალადის ახლობლები დაზარალებულს საჩივრის გამოტანას და საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმებას სთხოვენ.

„ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ქალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ეს არის წინასწარი შეცნობით ჩადენილი დანაშაული, რადგან შშმ პირთან ჩადენილი ამდაგვარი ქმედება დანაშაულის სიმძიმეს უფრო ამძიმებს. იმის ნაცვლად, რომ კარის მეზობელი დაეცვა, კაცი თავად ახორციელებდა მასზე ძალადობას"- ამბობს,,ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" იურისტი ლია ხუროშვილი, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავს.

გამოძიება გაუპატიურების მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 14 წლამდე პატიმრობა ემურება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S