Accentnews.ge
კოდორის ხეობაში ხიდი ჩამოინგრა, რამდენიმე სოფელი და ორი რუსული სამხედრო ბაზა გარესამყაროს მოსწყდა

კოდორის ხეობაში ხიდი ჩამოინგრა, რამდენიმე სოფელი და ორი რუსული სამხედრო ბაზა გარესამყაროს მოსწყდა

02/07/2021 13:00:05 კონფლიქტები

კოდორის ხეობის სოფელ გენწვიშში მდინარე კოდორზე გამავალი ხიდი ჩამოინგრა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, ხიდის ნგრევის მიზეზად წყალმოვარდნისას გრუნტის გამორეცხვა იქცა.

მომხდარის შედეგად რამდენიმე სოფელი და კოდორის ხეობაში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ორი ბაზა გარესამყაროს აღმოჩნდა მოწყვეტილი.

ადგილზე დე ფაქტო მინისტრი ლევ კვიცინია იმყოფებოდა რუს სპეციალისტებთან ერთად. მათ მომხდარის მასშტაბები დაადგინეს და შეათანხმეს გადაადგილების დროებითი სქემა, რომელიც ძველი ხიდის გავლით იქნება რეალიზებული, - იუწყება "Апсныпресс".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S