ბორელი: „აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება“

02-07-2021 18:31:49 ევროპა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება.

„ჩვენ გვსურს ჩამოვაყალიბოთ დღის წესრიგი, რომელიც პასუხობს დღევანდელ უპრეცედენტო გამოწვევებს და შესაძლებლობებს, ამასთან, მორგებული იქნება მომავალზე. ჩვენი საქმიანობის ცენტრში იქნება დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის პოზიტიური და კონკრეტული შედეგების განსახორციელებლად. ეს მოიცავს ბელარუსს, სადაც ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ხალხის მხარდაჭერა ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოს მეშვეობით,“- აღნიშნა ბორელმა.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა წარადგინეს განახლებული დღის წესრიგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტების შესახებ. ინიციატივა 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმასაც მოიცავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები