
“ეტყობა, ივანიშვილმა დაასკვნა, რომ სააკაშვილი არასაკმარისად სასტიკი იყო"
24/07/2019 11:51:13 ციტატა
“ეტყობა, ივანიშვილმა დაასკვნა, რომ სააკაშვილი არასაკმარისად სასტიკი იყო. იმდენი ხალხი ვერ დაიჭირა, რამდენიც საჭირო იყო, იმდენი ტელევიზია ვერ დახურა, რამდენიც დასახური იყო, ისე კარგად ვერ დააჩმორა ხალხი, როგორც საჭირო იყო და იმიტომ წააგო არჩევნები. ახლა ცდილობს თვითონ უფრო სასტიკი იყოს. ხოდა, უფრო სასტიკად წააგებს”.
ამის შესახებ ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.