რუსთავში ტრაილერი ხიდიდან გადავარდა და მატარებლის რელსებზე აფეთქდა
03/07/2021 17:47:49 სამართალი
რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ტრაილერი გაჩიანთან მდებარე ხიდიდან გადავარდა, მატარებლის რელსებზე დაეცა და აფეთქდა. გარდაიცვალა მძღოლი, რომელიც სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი2" ავრცელებს.
ადგილზე გაჩენილ ხანძარს რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟი აქრობდა. შემთხვევის ადგილზე ასევე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


