Accentnews.ge
ოზურგეთში ნაჯახით შეიარაღებული პირი პატრულის ეკიპაჟს თავს დაესხა

ოზურგეთში ნაჯახით შეიარაღებული პირი პატრულის ეკიპაჟს თავს დაესხა

04/07/2021 12:13:53 სამართალი

ოზურგეთში ნაჯახით შეიარაღებული პირი პატრულის ეკიპაჟს თავს დაესხა.

თვითმხილველების თქმით, მათ შენიშნეს 50 წლამდე კაცი, რომელიც ნაჯახით ხელში მირბოდა ქუჩაში, სამართალდამცველებმა მისი შეკავება სცადეს, რის შემდეგაც მამაკაცმა ნაჯახი პატრულის მანქანას ჩაარტყა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველებმა კაცი ადგილზე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მანამდე კაცმა ეკლესია დაარბია.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S