კასპიის გაზის პლატფორმის სიახლოვეს აფეთქება მოხდა, ბაქო ვულკანის ამოფრქვევის შესახებ იუწყება

05-07-2021 11:16:20 კავკასია

კასპიის გაზის პლატფორმის სიახლოვეს, დაბა ალიათის მახლობლად აფეთქება მოხდა. აზერბაიჯანის ხელისუფლება ვულკანის ამოფრქვევის შესახებ იუწყება.

ქვეყნის ეკოლოგიის სამინისტროსა და სეისმოლოგიური სამსახურის წინასწარი დასკვნების თანახმად, კასპიის ზღვაში, უმიდის საბადოს სიახლოვეს მომხდარი აფეთქების მიზეზად ტალახის ერთ-ერთი ვულკანის ამოფრქვევა იქცა.

როგორც სახელმწიფო კომპანია SOCAR-ში აცხადებენ, ზღვის პლატფორმებსა და სამრეწველო ობიექტებზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ კასპიის ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები