
აფხაზეთს ქარიშხალმა გადაუარა
05/07/2021 07:18:34 კონფლიქტები
აფხაზეთს კვირას საღამოს ქარიშხალმა გადაუარა. ძლიერმა ქარმა ზიანი თითქმის ყველა რაიონს მიაყენა, არის მსხვერპლიც.
დე ფაქტო საგანგებო სიტუაქციების სამინისტროს ინფორმაციით, წაქცეულია ხეები, გაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, დაზიანებულია, მათ შორის, მაღალი ძაბვის ხაზი "შეშელეთი-1", ასევე სახლებისა და კორპუსების სახურავები.
აგუძერაში ხე მანქანას დაეცა, რომელშიც ინციდენტის მომენტისთვის საბედნიეროდ, არავინ იმყოფებოდა.
წაქცეულმა ხეებმა ბევრგან გზები ჩახერგა. მაშველებმა ამ დროისთვის მხოლოდ სოხუმის სინოპის რაიონში გამავალი ცენტრალური ტრასის განბლოკვა შეძლეს.
დე ფაქტო ხელისუფლებამ სტიქიის შედეგებთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ჩამოაყალიბა და დახმარებისთვის სამხედროებსაც მიმართა.
სტიქიას მოჰყვა მსხვერპლიც: შტორმის დროს გაგრაში სარატოველი ტურისტი - 42 წლის პაველ დანკოვი დაიხრჩო. ცხედრის საძიებო სამუშაოები ძლიერი შტორმის გამო ამ დრომდე ვერ იწყება.