თბილისში ძალადობა გრძელდება: რადიკალური ჯგუფები „თბილინსის პრაიდის“ ოფისში შეიჭრნენ
05/07/2021 09:13:18 სამართალი, საზოგადოება
ძალადობრივი ჯგუფების წევრები შეიჭრდნენ თბილინსის "პრაიდის ოფისში" - კერძო საკუთრებაში, ჩამოხსნეს დროშა, რასაც ადგილზე შეკრებული მოქალაქეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ და სავარაუდოდ, დაარბიეს ოფისი. არის მოწოდება, რომ "შენობა უნდა დაიწვას".
ამ დროისთვის უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ვინმე შენობაში და თუ კი, როგორია მათი ჯანმრთელობის მდომარეობა.
მედიას ადგილზე მუშაობა უჭირს, რადგან კონტრაქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით სწორედ მესიის მისამართით გამოირჩევიან. იყო თავდასხმა „ფორმულას“ ჟურნალისტზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ადგილზე პოლიცია არაა მობილიზებული, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ აღნიშნულ ოფისზე თავდასხმის მოლოდინი იყო.


