„მამაოებიც მირტყამდნენ, ყველაფერი დამტვრეულია“ – რადიკალების სამიზნე კიდევ ერთი ჟურნალისტი გახდა
05/07/2021 09:49:48 სამართალი
„პრაიდის“ კონტრაქციაზე ჟურნალისტების მისამართით ძალადობა გრძელდება. ამჯერად აგრესიული ჯგუფების სამიზე ჟურნალისტი რატი წვერავა და მისი ოპერატორი სულხან ელბაქიძე გახდნენ.
ჟურნალისტი მეუფე იაკობისთვის ცდილობდა კითხვის დასმას, რა დროსაც მოხდა თავდასხმა.
„50–მდე პირი დამესხა თავს. მამაოებიც მირტყამდნენ. პირველად ვნახე ამხენი აგრესიული ადამიანი, არ აინტერესებდათ, ვინ ვიყავი. დაზიანებები მაქვს სახის და ტანის არეში. დამტვრეულია ინვენტარი, დაკარგული მაქვს პირადი ნივთები“,– განაცხადა ჟურნალისტმა, რომელიც პოლიციას ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ.


