„თავად დავიცვათ ჟურნალისტები“ – სამი მედიასაშუალება ერთობლივ მიმართვას ავრცელებს
05/07/2021 10:26:44 სამართალი, საზოგადოება
„ტვ პირველის“, „მთავარი არხის“, „ფორმულას“ ხელმძღვანელები ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმების ფაცქტებს ეხმიანებიან და გეგმავენ, სხვა არხებთან კოორდინაციით, თავად დაიცვან საკუთარი ჟურნალისტები.
„ნადირობის სეზონი გახსნეს ჩვენს ჟურნალისეტბზე და ოპერატორებზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, თავად დავიცვათ ჩვენი ჟურნალისტები და განვარიდოთ ადგილს, რადგან დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფების სიცოცხლე არაა დაცული“,– განაცხადა ტვ პირველის მფლობელმა ვატო წერეთელმა.
„ფორმულა“ გენერალური დირექტორი ზუკა გუმბერიძე შიშობს, რომ „ჯინი, რომელიც ხელისუფლებამ გამოუშვა, უკან ვეღარ ჩაბრუნდება“ და დიპკორპუსს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთოს პროცესებში:
„თვალს ვადევნებთ ძალიან საშიშ პროცესს, რომელიც ამ ქვეყანანს კარგს არაფერს მოუტანს. ხელისუფლებამ „მწვანე შუქი“ აუნთო ძალადობას: მათი უპასუხისმგებლო განცხადებები წამახალისენებლია. მედია დღეს საფრთხის წინაშეა. ის, რაც დღეს ხდება, ერთის მხრივ, პირდაპირი პასუხსიმგებლობაა უპასუხისმებლო ხელისუფლების და მეორეს მხრივ, ინსტიტუცია, რომელსაც პირდაპირი ბრალი მიუძღვის, რაც ხდება თბილისის ქუჩებში, არის საპატრიარქო“.
„მთავარი არხის“ გენდირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, „საქართველოს ხელისუფლება არ ან ვერ ასრულებს ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეები დამნაშავეებისგან, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებან“:
„ჩვენს ჟურნალისტებს მნიშვნელოვანი დაზიანებები აქვთ მიღებული: თავდასხმის, ცემის, სახესი შეფურთხების – დანაშაულის კასკადს ერთვის საქმიანობის შეფერხება. პოლიცია მოქმედებს შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ რაოდენობა იმგვარია, შეუძლებელია გაუმკლავდნენ. პოლიციაის რეაგირება არის პოსტ ფაქტუმ და არა პრევენციული. ადამიანები მთელი რუსთაველის და ჭავჭავაძის გამზირის მანძილზე გადაადგილდებიან თავისუფლად და არბევენ ქალაქს“.
მან იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ პოლიცია ეფექტურად ვერ რეაგირებს, ყველას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა:
„არავის მოვუწოდებ უკან დახევისკენ, უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა . ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გავითვალიწინოთ ნებისმიერი ჩვენი მოქმედებისას. ვინც მართალია, იმისთვის სიფრთხილე დამარცხება არაა. ესაა ტაქტიკური ნაბიჯი სტრატეგიული გამარჯვებისკენ“.
ამასთან, მედიამენეჯერებმა სოლიდაროვა გამოუცხადეს ყველა მედიასაშუალებას, რომელთა ჟურნალისტებიც დღეს ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.


