Accentnews.ge
ძალადობრივმა ჯგუფებმა "გირჩის" ოფისს კვერცხები დაუშინეს

ძალადობრივმა ჯგუფებმა "გირჩის" ოფისს კვერცხები დაუშინეს

05/07/2021 10:44:35 სამართალი

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ჰერმან საბოს განცხადებით, ძალადობრივმა ჯგუფებმა მათი ოფისს კვერცხები დაუშინეს. ფაქტის ამსახველი ფოტოები ჰერმან საბომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

შეგახსენებთ, დღეს საპატრიარქოს მოწოდებით, "თბილისი პრაიდის" კონტრაქციაზე მისული მრევლისა და საეკლესიო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა, მათ დაარბიეს კარვები, ასევე ქვები დაუშინეს და დაარბიეს "სირცხვილიას" და პრაიდის ოფისები.

განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პასუხისმგებლობა - ღირსების მარშის ორგანიზატორებს დააკისრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S