Accentnews.ge
"დაგვდევენ, ყველგან, მთელ ქალაქში" – სამოქალაქო აქტივისტები თბილისში მიმდინარე მოვლენებზე წერენ

"დაგვდევენ, ყველგან, მთელ ქალაქში" – სამოქალაქო აქტივისტები თბილისში მიმდინარე მოვლენებზე წერენ

05/07/2021 10:57:09 სამართალი

„პრაიდის“ ორგანიზატორები და სამოქალაქო აქტივისტები, მათი და მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართულ დევნაზე სოციალურ ქსელში წერენ.

"დაგვდევენ, ყველგან, მთელ ქალაქში…." - წერს დავით სუბელიანი.

აქტივისტი ანა სუბელიანი ჟურნალისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

"ჟურნალისტებო, გაეცალეთ მაგ ბრბოს, წადით, თავს ნუ შეაკლავთ, ყველაფერზე არიან წამსვლელები, პოლიცია არ გვიცავს არავის!" - წერს ანა სუბელიანი.

შეგახსენებთ, დღეს საპატრიარქოს მოწოდებით, "თბილისი პრაიდის" კონტრაქციაზე მისული მრევლისა და საეკლესიო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა: დაარბიეს პარლამენტთან გაშლილი საპროტესტო კარვები, ქვები დაუშინეს და დაარბიეს "სირცხვილიას" და „პრაიდის“ ოფისები, კვერცხები დაუშინეს „გირჩის“ ოფისს. ამ დროისტვის მედიას რუსთაველზე გადაადგილება სეზღუდული აქვს, რადგან პოზიცია ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, თავად ძალადობრივი ჯგუფები კი თავისუფლად გადაადგილდებიან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული არავინაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S