„მოძალადე ჯგუფები სადარბაზოებში დასდევენ ადამიანებს, სიტუაცია უკონტროლოა“
05/07/2021 11:36:24 საზოგადოება
სახალხო დამცველი აქტივისტებისა და ლგბტ თემისთვის შექმნილ საფრთხისშემცველ გარემოზე ამახვილებს ყურადღებას და სახელმწიფოს მოუწოდებს, დაიცვას მოქალაქეების უსაფრთხოება.
„ჩემი ინფორმაციით, მოძალადე ჯგუფები სადარბაზოებში დასდევენ ადამიანებს, ქუჩაში უსწორდებიან ჟურნალისტებს, ასევე ადამიანებს, რომლებსაც სცნობენ და ლგბტ თემის მხარდაჭერებად აღიქვამენ. მიუხედავად იმისა, რომ პრაიდმა „მარში“ გააუქმა, ეს ადამიანები სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან და შსს–ს მოვუწოდებ, უზრუნველყოს ამ ადამიანების უსაფრთხოება. დღეს ირღვეოდა სამოქალაქო უფლებები, ჟურნალისტების უფლებები, თუმცა დღეს სამოქალაქო უსაფრთხოება იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ და ამ დრომდე სიტუაცია უკონტროლოა. მოქალაქეების ისცოცხლეს და ჯანმრთელბას საფრთხე ექმნება. აქტივისტებისთვის უსაფრთხო ადგილი არსად არაა“,– განაცხადა ნინო ლომჯარიამ საგანგებო ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, დღეს საპატრიარქოს მოწოდებით, "თბილისი პრაიდის" კონტრაქციაზე მისული მრევლისა და საეკლესიო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა: დაარბიეს პარლამენტთან გაშლილი საპროტესტო კარვები, ქვები დაუშინეს და დაარბიეს "სირცხვილიას" და „პრაიდის“ ოფისები, კვერცხები დაუშინეს „გირჩის“ ოფისს. ამ დროისტვის მედიას რუსთაველზე გადაადგილება სეზღუდული აქვს, რადგან პოზიცია ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, თავად ძალადობრივი ჯგუფები კი თავისუფლად გადაადგილდებიან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული არავინაა.


