
„აქცენტზე“ კიბერშეტევა განხორციელდა, დაზარალდნენ სხვა მედიასაშუალებებიც
05/07/2021 11:48:26 სამართალი
თბილისის ქუჩებში მიმდინარე ძალადობრივი აქტების პარალელურად „აქცენტის“ სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა. შედეგად მედიასაშუალება ვებ–გვერდზე ინფორმაციის განთავსებას ვერ ახერხებდა. ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია, მაგრამ საიტი შეფერხებით მუშაობს.
კიბერშეტევის შესახებ იუწყებიან სხვა მედიასაშუალებებიც, მათ შორის, publik, on.ge.