Accentnews.ge
თბილისში ტურისტი საყურის ტარების გამო დაჭრეს

თბილისში ტურისტი საყურის ტარების გამო დაჭრეს

05/07/2021 11:51:45 სამართალი

თბილისში, ხეთაგუროვზე ქუჩაზე ტურისტი საყურის ტარების გამო დაჭრეს,– ამის შესახებ თვითმხილველებმა ჟურნალისტებს უამბეს.

როგორც ირკვევა, ძალადობრივ ჯგუფებს ტურისტი მარშის მონაწილე ეგონათ და ამ მოტივით ჯერ ფიზიკურად გაუსწრდნენ, შემდეგ კი დაჭრეს.

შსს–ში აცხადებენ, რომ 1989 წელს დაბადებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ივლისს, თბილისში, კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე გ.ხ. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.კ.-ს, მოულოდნელად თავს დაესხა და ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გ.კ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით მას ფსიქიური პრობლემები აღენიშნება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S