ვაშლოვანის ნაკრძალში კვლავ ხანძარია
05/07/2021 12:51:14 სამართალი
ვაშლოვანის ნაკრძალში კვლავ ხანძარია. ცეცხლი რთულად მისადგომ რელიეფზე, ტყის ქვედა საფარს და ხის ფესვებს უკიდია. შესაბამისად, ხანძრის ჩასაქრობად სპეციალური ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება.
ცეცხლის კერამდე მეხანძრე-მაშველები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ფეხით გადაადგილდებიან.
ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარი გასულ კვირას გაჩნდა. ხანძარი ლიკვიდირებულად გუშინ დღის 12:00 საათზე გამოაცხადა, თუმცა ხანძრის კერა დილიდან ისევ გაჩნდა. ცეცხლი რამდენიმე ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.


