Accentnews.ge
ადამიანის უფლებათა სახლს თავს დაესხნენ

ადამიანის უფლებათა სახლს თავს დაესხნენ

05/07/2021 13:44:26 სამართალი

ადამიანის უფლებათა სახლზე, სადაც ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია „საფარის“ ოფისია განთავსებული, თავდასხმა განხორციელდა: შენობაში პიროტექნიკა შეყარეს, დაშავდა მოქალაქე,– ამის შესახებ „საფარის“ ხელმძღბამელი ბაია პატარაია იუწყება.

„ასე ხდება, როცა კანონს არ იცავს პოლიცია და ხელისუფლება, ხოლო საპატრიარქო გავეშებულ ბრბოს მიუქსევს უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს და ფერადმაისურიან ბავშვებსა თუ ტურისტებს… სახელმწიფო არ გვაქვს!“,– აცხადებს პატარაია.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20 წარმომადგენელი. დაფიქსირდა ტურისტის დაჭრის ფაქტიც. პირმა, რომელსაც პოლონელი ტურისტის თმის ვარცხნილობა და საყურე არ მოეწონა, ოთხი ჭრილობა მიაყენა და „ეშმაკს“ უწოდებდა. თავდამსხმელი პოლიციის მისვლამდე ადგილობრივებმა გააკავეს. ძალადობრივი ჯგუფები მრგვალ ბაღთან დაედევნენ მოზარდებს, რომელთაც თმის სიგრძე დაუწუნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S