
ბათუმში პირველად აჭარის ჩერლიდინგის ღია ჩემპიონატი და სპორტული ფესტივალი ჩატარდა
05/07/2021 17:23:59 რეგიონები, რეკლამა
ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ გაიმართა შოუ-პროგრამა საუკეთესო სპორტსმენების და მოცეკვავეების მონაწილეობით.
შესრულდა საცეკვაო ნომრები შემდეგ სახეობებში: ჩირ- ჰიპ-ჰოპი, ჩერლიდინგი, ტანვარჯიში, სპორტული აერობიკა, თანამედროვე ცეკვა და სხვა.
მოეწყო მსვლელობა დრამერების დასის მონაწილეობით.
ფესტივალი მოეწყო აჭარის ჩერლიდინგის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს- აჭარის სპორტის დეპარტამენტის და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით.
ფესტივალის მონაწილეებს წარმატებები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ უსურვა.