Accentnews.ge
საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 000 ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს​

საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 000 ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს​

24/07/2019 15:21:07 ეკონომიკა

საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 000 ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, საუბარია რეისებზე რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.

სტიმულირების პროგრამის ფარგლებში შესაბამის ხელშეკრულებას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გააფორმებს. საუბარია თითო მგზავრზე არა უმეტეს 90 ევროს ანაზღაურებაზე (დღგ-ს გარეშე).

დადგენილებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელ ავიაკომპანიასთან იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება.  ამ ეტაპზე რუსეთიდან ერევნის გავლით სატრანზიტო ფრენებს მხოლოდ „ჯორჯიან ეარვეისი“ ახორციელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S