Accentnews.ge
დაანონსებული აქციის ფონზე რუსთაველზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები იკრიბებიან

დაანონსებული აქციის ფონზე რუსთაველზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები იკრიბებიან

06/07/2021 14:33:22 სამართალი

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც გუშინდელი ძალადობრივი მოვლენების გაპროტესტების მიზნით, მშვიდობიანი აქციაა დაანონსებული, ძალადობრივი დაჯგუფების რიგი წევრები სეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ სეკრების უფლებას არავის მისცემენ. ადგილზე რამდენიმე ინციდენტიც მოხდა – თავს დაესხნენ ჟურნალისტს. ინციდენტის შემდეგ ორი პირი პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა, თუმცა რიგი წევრები ადგილზე კვლავ რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ აქცია 20:00 საათისთვის არის დაანონსებული.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილზე სათანადო რაოდენობის პოლიცია არ იყო მობილიზებული, შესაბამისად, ვერ ახერხებდნენ მოძალადე ჯგუფებთან გამკლავებას და რეაგირებდნენ ინციდენტის შემდეგ და არ იღებდნენ პრევენციულ ზომებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S