
აფხაზეთში ზღვამ დედა და მისი სამი შვილი წაიღო
06/07/2021 14:41:27 კონფლიქტები
აფხაზეთში ზღვამ რუსი ტურისტები - დედა და მისი სამი შვილი წაიღო.
დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, 1985 წელს დაბადებული პეტერბურგელი ტამარა მოლჩანოვა შვილებთან - 2013, 2016 და 2018 წელს დაბადებულ ბავვებთან ერთად გაგრის რაიონში, ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებდა.
"პერსონალმა კატეგორიულად გააფრთხილა დამსვენებლები, არ ჩასულიყვნენ ზღვაში შტორმის დროს, როცა ტალღების სიმაღლე ორ მეტრს აღწევდა, თუმცა მოლჩანოვამ უსაფრთხოების ნორმები უგულებელჰყო" - აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში და დასძენე, რომ ამ დროისთვის მაშველები საძიებო სამუშაოებს აგრძელებენ.