შსს: „ვაფრთხილებთ აქციების ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას“
06/07/2021 15:21:02 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დღეს, რუსთაველზე დადგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყება აფრთხილებს ორივე აქციის მონაწილეებს არ დაუშვა, ძალადობისკენ მოწოდებები, ხოლო აქციების მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
ინფორმაციისთვის: რუსთაველზე, პარლამენტის წინ მდუმარე აქციაა დაანონსებული, რმელზეც მოქალაქეები ძალადობრივ მოვლენებს მდუმარედ გააპროტესტებენ, ამასთან, ქაშუეთთან იკრიბებიან ძალადობრივი ჯგუფები.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაანონსდა "მდუმარე აქცია", რომლის პარალელურად, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგეგმა კიდევ ერთი აქცია.
მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
აქვე, არსებული რისკების გათვალისწინებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ - ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


