რუსთაველზე სპეცრაზმი გამოჩნდა – ადგილზე ძალადობრივი ინციდენტები გრძელდება
06/07/2021 19:14:58 სამართალი
რუსთაელზე, პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმი მივიდა. რადიკალურმა ჯგუფემა კვლავ გაარღვიეს პოლიციის კორდონი, ისვრიან ქვებს. კვერცხებს, პიროტექნიკას, ბოთლები დაუშინეს ოპერატორს. ადგილზე კვლავ დაძაბული ვითარებაა. რადიკალური დაჯგუფების წევრები აგრესიულები არიან პოლიციელებს მისამართითაც, აყენებენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. რამდენიმე დემონსტრანტი დაძაბულობის ეპიცენტრიდან გაიყვანეს. დაშავდა პოლიციელიც.
შეგახსენებთ, რომ სოლიდარობის აქცია დასრულდა, მშვიდობიანმა მოქალაქეებმა თითქმის სრულად დატოვეს რუსთაველის გამზირი, რადიკალური ჯგუფები კი არ ტოვებენ ტერიტორიას.
რუსთაველზე გამოჩნდნენ წყლის ჭავლის მანქანები, თუმცა შსს მათ ამ ეტაპზე, მიუხედვაად იმისა, რომ რადიკალური ჯგუფის წევრები ისვრიან ქვებს და შედეგად შავდებიან, მათ შორის, პოლიციელები, არ იყენებს.
დაძაბულობა იყო მოსწავლე ახალგაზრობის შენობასთან, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, რადიკალური ჯგუფებმა მოსწავლეთა სასახლის კედელი გაანგრიეს, საიდანაც ქვებსა და ბოთლებს ისვრიან.


