წვიმის გამო რიკოსსთან მიწის მასა ჩამოიშალა – შეჩერებულია მოძრაობა

07-07-2021 13:32:59 რეგიონები

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან, ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა,– იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

"გზების დეპარტამენტის მიერ, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, გატარდა მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები და გზაზე დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამჟამად ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, სატრანსპორტო მიმოსვლა უმოკლეს ხანში აღდგება.

ამ დროისათვის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით არის შესაძლებელი დასავლეთის მიმართულებით გადაადგილება," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები