რუსეთისა და ბელარუსის დელეგაციებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

07-07-2021 14:14:52 ევროპა

რუსეთისა და ბელარუსის დელეგაციებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მიზეზად ამ ორი ქვეყნის ხელისუფლებების ქმედებების ნეგატიური შეფასებების შემცველი რეზოლუციების პროექტის დღის წესრიგში შეტანა და შემდგომი მიღება იქცა.

რეზოლუციებში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყანაში ოპოზიციაზე ზეწოლა იზრდება, სიტყვის თავისუფლება უხეშად ირღვევა, რუსი სამხედროები კი უკრაინის საზღვრებთან ვითარების დესტაბილიზაციას ახდენენ.

რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა - სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა პეტრე ტოლსტოიმ დემარში იმით ახსნა, რომ ეს დოკუმენტები "მოქმედი რეგლამენტის გვერდის ავლით, თანაც ხმათა არასაკმარისი რაოდენობით იქნა მიღებული". "არ გვაწყობს, როცა მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებებს რუსოფობების მცირე ჯგრო იღებს", - აღნიშნა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები