Accentnews.ge
მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს

მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს

07/07/2021 10:50:23 სამართალი

პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული ახალგაზრდის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკავებულია,– ამის შესახებ „რუსთავი 2“ ადვოკატზე დაყრდნობით იუწყება.

ირკვევა, რომ ის იმ პირებს ორისაა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს აიყვანეს.

ინფორმაციისთვის: კონტრაქციის მონაწილეებმა რუსთაველზე 5 ივლისს მაჩალიკაშვილის საპროტესტო კარავი დაარბიეს. რამდენიმე წელია, მაჩალიკაშვილი შვილის მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს.

როგორც მაჩალიკაშვილის ადვოკატი აცხადებს, გუშინ ღამე ჩიტაძის ქუჩის კუთხის მიმდებარედ ძალადობრივი ჯგუფები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ამავდროულად, მალხაზ მაჩალიკაშვილს აყენებდნენ შეურაცხყოფას და ადვოკატის თქმით, მაჩალიკაშვილი ადმინისტრაციული წესით –პოლიციის მოწოდების დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით აიყვანეს. ამ დროისთვის ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ძალოვანი უწყების პოზიციას არ იზიარებს მაჩალიკაშვილი და ელის, რომ სანქციის გარეშე გათავსიუფლდება.

შეგახსენებთ, რომ გუინ რუსთაველზე 100 პირი აიყვანეს, თუმცა ნახევარზე მეტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S