
აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზას 200 წვევამდელი შეემატა
07/07/2021 11:19:34 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ რუსულ სამხედრო ბაზას 2021 წლის სამხედრო გაწვევის წვევამდელთა მესამე ჯგუფი შეემატა.
200 სამხედრო ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის კრასნოდარის, ჩელიაბინსკის, ირკუტსკის, ტიუმენის მხარეებიდან, ასევე უდმურტიის, მარი ელის, ბაშკირეთის, მორდოვას რესპუბლიკებიდან ჩავიდა.
"წვევამდელებს გავლილი აქვთ მომზადება რუსეთის არმიის ნებაყოფლობითი ხელშეწყობის სხვადასხვა სკოლებში და ფლობენ სხვადასხვა სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებს, მათ შორის - სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილების მართვის" - იუწყება რუსული მედია.