ელჩი: "NATO–ს DCBTF–ის დაფინანსებით იტალიელი კარაბინერები საქართველოს სამხედრო პოლიციის ბატალიონს წვრთნებს ჩაუტარებენ“

07-07-2021 15:06:32 თავდაცვა ,საგარეო პოლიტიკა

"NATO–ს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ნდობის ფონდის" (DCBTF) დაფინანსებით იტალიელი კარაბინერები საქართველოს სამხედრო პოლიციის ბატალიონს წვრთნებს ჩაუტარებენ. ამის შესახებ "აქცენტს" საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ განუცხადა.

მისი თქმით, ალიანსის მოკავშირეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს მუდმივად უწევენ დახმარებას.

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. საქართველოს NATO–სთან ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური და მნიშვნელოვანი პარტნიორობა აქვს. როგორც ”გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი” (EOP), თბილისი ხშირად აწარმოებს პოლიტიკურ დიალოგს ალიანსთან NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ასევე ამბიციურ პრაქტიკულ თანამშრომლობას – სხვადასხვა ინსტრუმენტების საშუალებით. ამ თანამშრომლობის ფარგლებში იტალია მნიშვნელოვან როლს ასრულებს – გასწია პოლიტიკური და ფინანსური დახმარება "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის" საშუალებით, რომლიც, ითვალისწინებდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შექმნაში კონტრიბუციის შეტანას. ამჟამად შემუშავების პროცესშია დამატებითი ინიციატივები, მათ შორისაა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სამხედრო პოლიციის ბატალიონის წვრთნებს. აღნიშნულს იტალიელი კარაბინერები "NATO–ს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ნდობის ფონდის" დაფინანსებით განახორციელებენ“, – აცხადებს ელჩი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები