სოლიდარობის აქციაზე დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი თავისუფალია
07/07/2021 16:30:37 სამართალი
სოლიდარობის აქციაზე დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი თავისუფალია. მისი სასამართლო პროცესი 23 ივლისამდე გადაიდო.
ადვოკატის თქმით, მაჩალიკაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული და მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობასა და იარაღის ტარებას ედავებიან.
თუმცა, როგორც ადვოკატი აცხადებს, მაჩალიკაშვილი არათუ წესრიგს არღვევდა, სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა.


