Accentnews.ge
„შემოცვივდნენ, ბავშვები დაგვიწიოკეს!“ – მასშტაბური სპეც–ოპერაცია შიდა ქართლში [ვიდეო]

„შემოცვივდნენ, ბავშვები დაგვიწიოკეს!“ – მასშტაბური სპეც–ოპერაცია შიდა ქართლში [ვიდეო]

08/07/2021 07:58:58 სამართალი

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გორში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ისინი საკუთარ სახლებში მოულოდნელად აიყვანეს. დაკავებულები არიან: დაკავებულები არიან ალექსანდრე არჩვაძე, შმაგი ლაღუნდარაშვილი, ლევან გათიაშვილი, გიგა ცეცხლაძე, ზაქრო განჯელაშვილი.

ირკვევა, რომ სამართალდამცველები გამთენიისას ერთდროულად ხუთ მისამართზე მივიდნენ და როგორც ადვოკატი ნინო შავშიშვილი ამბობს, სპეც–ოპერაცია ოჯახის წევრების, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით ჩატარდა. ვრცელდება სპეც–ოპერაციის ამსახველი ოჯახის წევრების მიერ გადაღებული კადრები და ისმის ერთ–ერთი ოჯახის წევრის თხოვნა სამართალდამცველების მისამართით, „ბავშვები არ შეაშინოთ!“.

„კარზე ბრახუნის ხმა იყო, ვიკითხე, „ვინ ხართ?“, ჯერ მიპასუხეს, შემდეგ მითხრეს, „პოლიცია ვარ, გააღეთ კარი!“. ვუთხარი, „გადავიცვამ, თან ადვოკატს დავუკავშირდები და კარს გაგიღებთ“. ბავშვებმა ატეხეს წიოკი. [...] დასცხეს კარს და შემოვიდა შსპეცრაზმი“,– ამბობს ერთ–ერთი დაკავებულის დედა.

„შემოცვივდნენ. ასეთი კანონმორჩილები თუ არიან, ბავშვები დაგვიწიოკეს, მძიმედაა ჩემი შვილი. საავადმყოფოში უნდა გადავიყვანო!“,– ამბობს კიდევ ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი.

ბავშების მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას ადვოკატიც:

„ღამის საათებში მოხდა ხუთ ბინაში შეჭრა ისე, რომ დააზიანეეს ყველას კარი, სადაც იმყოფებოდნენ მცირეწლოანი ბავშვები, რომლებიც დიდი სტრესის ქვეშ იმყოფებიან“.

რაც შეეხება დაკავებულებს, რომლებიც ამ დროისთვის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, როგორც ადვოკატი ნინო შავშიშვილი ამბობს, ბრალდებულები ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას უარყოფენ და ბრალდებას არ ეთანხმებიან.

შავშვიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაკავება რუსთავის სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებს. არსებული ინფორმაციით, საქმეში დევს აუდიო–მასალები, თუმცა ზუსტი შინაარსი უცნობია.

ცნობილია, რომ ერთ–ერთი დაკავებული წარსულში გორის ცენტრში ჩაცხრილეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S