Accentnews.ge
ამერიკული სწრაფმავალი ხომალდი შავი ზღვის მიმართულებით მიემართება

ამერიკული სწრაფმავალი ხომალდი შავი ზღვის მიმართულებით მიემართება

08/07/2021 09:00:44 მსოფლიო, თავდაცვა

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სწრაფმავალმა სატრანსპორტო-სადესანტო ხომალდმა Yuma-მ შავი ზღვის მიმართულებით დაიწყო ცურვა.

შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის ინფორმაციით, ხომალდი ოპერაციას NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ჩაატარებს.

28 ივნისიდან 10 ივლისამდე შავ ზღვაში სამხედრო სწავლება Sea Breeze 2021 იმართება, რომლის ძირითადი მონაწილეები უკრაინა, აშშ, კანადა, ბრიტანეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ლატვია არიან. სამხედრო წვრთნებში 4 000-მდე ჯარისკაცი და 40 საბრძოლო ხომალდი მონაწილეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S