Accentnews.ge
გომელაური – 5 ივნისის მოვლენებზე: "რისი საშუალებაც იყო, გამოვიყვანეთ"

გომელაური – 5 ივნისის მოვლენებზე: "რისი საშუალებაც იყო, გამოვიყვანეთ"

08/07/2021 11:11:08 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სიცრუეა, რომ 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების დროს სპეცრაზმი გამოყვანილი არ ჰყავდათ.

მისივე განცხადებით, რისი საშუალებაც იყო გააკეთეს:

"5 ივლისს რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი გაყვანილი იყო. 3 200 კაცი მუშაობდა იმ დღეს. თავიდან იყო 3 ლოკაცია, შემდეგ გახდა 8, ბოლოს – 20. 3 200 კაცი რომ გაანაწილო 20 ლოკაციაზე, დაახლოებით 150 ადამიანი გამოვა ერთ ლოკაციაზე“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა და დასძინა, რომ მეტის დამატების საშუალება ფიზიკურად აღარ არსებობდა".

გომელაურმა განაცხადა, რომ სამწუხაროა რაც მოხდა და ძალადობას გმობს.

მისივე თქმით, მოძალადეები პოლიციასაც გაუსწორდნენ:

"პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ის, რომ პოლიცია გვერდით იდგა, არ ინძრეოდა და არ ეხმარებოდნენ, სიცრუეა... ბიჭები საავადმყოფოში მოხვდნენ, თავები აქვთ დატეხილი, ოპერაცია გაუკეთეს. მოძალადეებს ფიზიკურად რისი საშუალებაც იყო, ვაკავებდით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S