
დეკანოზი: "ეკლესიაში რუსული ძალა უპირობოდ მძლავრობს, დროშა შეგნებულად დაწვეს"
08/07/2021 15:43:02 ციტატა
„ევროკავშირის დროშა შეგნებულად დაწვეს. ეს არის შეგნებულად გაკეთებული, იმისთვის რომ ჩვენ დავკარგოთ ჩვენი ძირითადი პარტნიორი და ვიყოთ განწირულები. ამას ვინც ახალისებს ყველამ ვიცით, ეს გეოპოლიტიკური სიტუაცია, ის იმპერიალისტური მახინჯი ძალა, რომელიც არის ჩრდილოეთით და მისი მხარდამჭერები, მე-5 კოლონა, რომელიც ყველგან არის, ისინი ეკლესიაში მძლავრობენ. პუტინს გამოცხადებული აქვს, რომ ის არის მართლმადიდებლობის მფარველი და უპირისპირდება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რომელიც არის მსოფლიო პატრიარქი...აქ დიდი ფულია, დიდი ორგანიზება“
განაცხადა დეკანოზმა ზაზა თევზაძემ „ფორმულას“ გადაცემაში „კომენტარი“.
შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა ორჯერ დაწვეს.