„ბავშვი რამდენიმე ეპიზოდს ყვება“ – 45 წლის კაცს პედოფილიას ედავებიან
08/07/2021 16:37:50 სამართალი
ბათუმში შუახნის მამაკაცს 10 წლის გოგოს მიმართ სავარაუდოდ, გარყვნილი ქმედების ჩადენას ედავებიან. გამოძიება საქველმოქმედო ფონის „იალქანი“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მოზარდი ამ ფონდი ბენეფიციარია.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც გამოკითხვაზე დაიბარეს, ბავშვის ოჯახის ახლობელია.
სავარაუო შემთხვევა დაახლოებით, ორი კვირის წინ მოხდა.
„შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ჩვენთან ოჯახის წევრმა მოიტანა. გამოკითხულ იქნა სავარაუდო მსხვერპლი და ოჯახის წევრები, რომლებიც შესაძლელოა, შეესწრნენ შემთხვევას. სახეზეა სავარაუდო გარყვნილი ქმედება ოჯახის ახლობლის – 45 წლამდე მამაკაცის მხრიდან. ბავშვი ყვება რამოდენიმე ეპიზოდს, მათ შორის, ვიდეოს ჩვენების ფაქტს და სექსუალური ხასიათის ქმედებას, როგორც ხელით, ასევე გენეტალიებით. დედა ფაქტს უარყოფს, ნაწილობრივ ბავშვს ადანაშაულებს, ამიტომ ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში იქნა გადაყვანილი“,– ამბობს ფონდის დირექტორი თიკო აბაშიძე.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს.


