გორში თხევადი გაზის სადგურზე ხანძარი იყო - არიან დაშავებულები
08/07/2021 20:58:28 სამართალი
გორში, კომბინატის დასახლებაში თხევადი გაზის სადგურს ხანძარი გაუჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო სამმა ადამიანმა.
ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.


