
„რუსეთი საქართველოს და მის მისწრაფებებს ვეტოს ვერ დაადებს“
15/05/2019 15:00:03 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ლატვიის საეიმას სპიკერმა ინარა მურნიეცესმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადია და მას რუსეთი პროვოკაციებით ვერ შეაჩერებს.
„რუსეთმა შესაძლოა, ვეტო დაადოს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებს საერთაშორისო ორგანიზაციებში, მაგრამ იგი საქართველოს და მის მისწრაფებებს ვეტოს ვერ დაადებს. პარტნიორებისგან გვჭირდება მხარდაჭერა, რუსეთს შევახსენოთ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი შეუქცევადია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021