ბათუმში მამაკაცი დაჭრეს
09/07/2021 08:28:22 სამართალი
ბათუმში 35 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. იგი კლინიკა "მედცენტრშია" ჰოსპიტალიზებული.
ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მოხდა.არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, 35 წლამდე მამაკაცი კი დაპირისპირებაში გაშველების მიზნით ჩაერთო, როდესაც ცივი იარაღით დაჭრეს.
გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.


