Accentnews.ge
ქუთაისში “სირცხვილიას” ოფისის ფანჯარა ჩაამსხვრიეს

ქუთაისში “სირცხვილიას” ოფისის ფანჯარა ჩაამსხვრიეს

09/07/2021 08:31:47 სამართალი, საზოგადოება

ქუთაისში მდებარე “სირცხვილიას” ოფისს ქვა ესროლეს და ფანჯარა ჩაამსხვრიეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

როგორც “სირცხვილიას” წარმომადგენლები აცხადებენ, ინციდენტის დროის შენობაში არავინ იყო. მოძრაობის წევრები ქუთაისის ოფისზე თავდასხმას 5 ივლისს თბილისში გამართული ძალადობრივი აქციის გაგრძელებად აღიქვამენ, რა დროსაც თავს “სირცხვილიას” თბილისის ოფისსაც დაესხნენ.

"აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო აქტი არის ხელისუფლების ძალადობრივი და წამახალისებელი პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში განსხვავებული აზრის დევნისა და პოლარიზაციის გაღრმავებისკენ. ასევე, ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ განხორციელებული ძალადობრივი აქტი ჩვენი ორგანიზაციის მისამართით აღქმულია, როგორც ჩვენი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მორიგი მცდელობა და პირდაპირი ზეწოლა სამოქალაქო აქტივისტებზე", - ნათქვამია "სირცხვილიას" განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S