Accentnews.ge
გორის საკრებულოს წევრი მანქანის დაწვის ბრალდებით დააკავეს

გორის საკრებულოს წევრი მანქანის დაწვის ბრალდებით დააკავეს

09/07/2021 08:37:16 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის საკრებულოს წევრი “ევროპული საქართველოდან” კახა ბურჯანაძე ავტომობილის დაწვის ფაქტზე დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ქალაქ გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდგომ ავტომობილს, ამავე ავტომობილის მფლობელთან მ.კ – სთან არსებული უთანხმოების ნიადაგზე ცეცხლი წაუკიდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S