Accentnews.ge
„სიბნელე, სიველურე და სირცხვილი“ – მოსამართლე ხუთი ივლისის ძალადობრივ მოვლენებს აფასებს

„სიბნელე, სიველურე და სირცხვილი“ – მოსამართლე ხუთი ივლისის ძალადობრივ მოვლენებს აფასებს

09/07/2021 09:09:14 სამართალი

5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ მიიღო. ამასთან, მან 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიც შეაფასა:

„ეს ყველაფერი სრული სიბნელე, სიველურე და სირცხვილია! აი, ეს არის იმ ქმედებების შეფასება, რაც იქ ხდებოდა. გადაწყვეტილებას ვიღებ საქართველოს სახელით. თქვენი [მიმართავს დაკავებულებს – რედ] ქმედებები არის უაღრესად საფრთხის შემცველი, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, მაღალი საფრთხე და რისკია ახალი დანაშაულის ჩადენის“, – განაცხადა მოსამართლემ.

თავად ბრალდებულები ბრალდებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ემოციურ ფონზე გამოხატავდნენ პროტესტს.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობა მიმდინარეობდა. დაშავდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი, ფოტოგრაფი, დაზიანებულია ტექნიკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S