
ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სროლაა
09/07/2021 11:51:26 მსოფლიო
თურქმენეთის სამხრეთში, ქალაქ სერხეთაბადში მოსახლეობას სროლის ხმა ესმის. ხმა მოსაზღვრე ავღანური დაბიდან - თურგუნდიდან მოდის, - წერს Turkmen.news.
ადგილობრივებმა დაინახეს, როგორ ჩაიარა 8 ივლისს სერხეთაბადში 8 სატვირთო მანქანამ სრულად ეკიპირებული სამხედროებით, რომელთაც მოტოციკლებით მიაცილებდნენ.
გამოცემის წყარო ყვება, რომ მარიის მხარის სამხრეთში, ერთ-ერთ სასაზღვრო დანაყოფში სამხედროებმა თავისი ოჯახების ავღანეთთან საზღვრიდან მოშორებულ ტერიტორიებზე ევაკუირება დაიწყეს. "აგზავნიან ცოლებსა და შვილებს, აქ მათი დარჩენა უსაფრთხო აღარაა", – აღნიშნა მან.