
„გიკრძალავთ, ახსენოთ ჩემი გვარი“ – ახალგორელი აქტივისტი მთავრობას მიმართავს
09/07/2021 12:06:27 კონფლიქტები
ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და მეტიც, უკრძალავს მისი სახელის ხსენებას სხვადასხვა შეხვედრაზე.
როგორც მეარაყიშვილი ღნიშნავს, პრემიერ ღარიბაშვილს გადასცეს მისი სურვილი გასაუბრების თაობაზე, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციიდან არანაირი აქტოვიბა არ განხორციელებულა.
მეარაყიშვილი ამბობს იმასაც, რომ მისთვის შეუძლებელი გახდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროსთან კონტაქტზე გასვლა.
„სამინისტრო ახალგორის განვითარების კონცეფციაზე რომ მუშაობს, ხოა ჩვენი დაცინვა?“,– კითხულობს აქტივისტი.
„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩემს მიმართ აქვს მიუღებლობა სამართლიანი კრიტიკის გამო, ვუკრძალავ ჩემი გვარის ხსენებას სხვადასხვა შეხვედრებზე, რომელიც ყოველთვის ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ჩემი პატიმრობის 4 წლის თავზე გიკრძალავთ, ახსენოთ ჩემი გვარი. მე თქვენგან ეს არ მჭირდება- ეს არასდროს დამხმარებია. მე მაქვს ყოფითი პრობლემები და ამის მოსმენა არ გსურთ წლებია, რადგან ხელისუფლების სურვილია, მქონდეს პრობლემები, იქნებ "მოვიდე ჭკუაზე" და შევწყვიტო კრიტიკა“,– წერს მეარაყიშვილი.