Accentnews.ge
მედიასაშუალების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

მედიასაშუალების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

09/07/2021 17:34:21 სამართალი

მედიასაშუალების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიზო უბილავამ მიიღო.

პროკურატურა ხუთივე დაკავებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

ცნობისთვის, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავებმა გუშინ კიდევ 5 პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები - ცოტნე ჩიხლაძე, ბაქარ მაისურაძე, მუხრან დადვანი, თორნიკე გაბლიანი და ოთარ გელაშვილი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

უწყების ცნობით, ბრალდებულები ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორს და „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S