ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები კიდევ ნახევარი წლით გაუხანგრძლივა

12-07-2021 15:57:14 ევროპა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები კიდევ ნახევარი წლით, 2022 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა.

ეკონომიკური სანქციები პირველად 2014 წლის 31 ივლისს იქნა შემოღებული უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის საპასუხოდ. სანქციები სექტემბერში გაძლიერდა, 2015 წლის მარტში კი ევროპის საბჭომ შეზღუდვების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მინსკის შეთანხმებების შესრულებას დაუკავშირა.

ეკონომიკური სანქციების გარდა, ევროკავშირმა შემოიღო სხვადასხვა ტიპის ზომები რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის, ასევე უკრაინაში ვითარების მიზანმიმართული დესტაბილიზაციის საპასუხოდ. მათ შორისაა დიპლომატიური ღონისძიებები, ინდივიდუალური შეზღუდვები (მოგზაურობების აკრძალვა და აქტივების გაყინვა) და ყირიმსა და სევასტოპოლთან ეკონომიკური ურთიერთობების კონკრეტული შეზღუდვები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები