Accentnews.ge
შსს: „ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, ზედოზირება გამხდარიყო“

შსს: „ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, ზედოზირება გამხდარიყო“

12/07/2021 17:22:34 სამართალი

შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მამუკა ჭელიძის განცხადებით, "ქიმიური ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიოკარაბინოლი, გაბაპენტინი".

მისივე თქმით, „ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედიზორება“. თუმცა ჭელიძემ აღნიშნა ისიც, რომ დასკვნა შუალედურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის ირგვლივ განამრთულ მესამე ბრიფინგზე (წინა ორი ზედოზირებაზე ირიბ მინიშნებას დაეთმო) ასევე ისაუბრეს გარდაცვალებამდე ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშუტზე: კერძოდ, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ლაშქარავამ ნარკოტიკული ნივთიერებები ფონიჭალაში იყიდა, რომელიც ჭელიძის თქმით, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება.

უწყების მტკიცებით, ლაშქარავამ და მისმა თამხლებმა მეგობარმა შეძენილი ნარკოტიკი ორთაჭალაში, ტყის მასივში მოიხმარეს, სადაც ლაშქარავა შეუძლოდ გახდა.

მამუკა ჭელიძის თქმით, ოჯახმა სასწრაფო დახმარება 11 ივლისს, დილის 6 საათზე გამოიძახა, ექიმებს ლექსო ლაშქარავა უკვე გარდაცვლილი დახვდათ და შემდეგ მის სახლში პოლიცია მივიდა.

მამუკა ჭელიძის განცხადებით, "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ფარგლებში 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა, დაიკითხა 110 პირი, დათვალიერებულია 65 ვიდეოსათვალთვალო კამერა.

"გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი“,– განაცხადა ჭელიძემ.

"აქცენტი" დაინტერესდა, დაკავებულია თუ არა ნარკომოვაჭრე, რომლისგანაც ლაშქარავამ შსს–ს მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალება შეიძინა. ამ საკითხზე ბრიფინგზე შსს–ს მაღალჩინოსანს არაფერი უთქვამს. შსს–ს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის: ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

დღეს ღარიბაშვილმა მოთხოვნის ავტორებს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალა უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S