Accentnews.ge
შსს არ აკეთებს კომენტარს, დააკავეს თუ არა პირი, რომლისგანაც, მათი მტკიცებით, ლაშქარავამ ნარკოტიკი შეიძინა

შსს არ აკეთებს კომენტარს, დააკავეს თუ არა პირი, რომლისგანაც, მათი მტკიცებით, ლაშქარავამ ნარკოტიკი შეიძინა

12/07/2021 18:57:39 სამართალი

შსს–ში არ აკონკრეტებენ, მისცეს თუ არა პასუხისგებაში პირი, რომლისგანაც მათივე მტკიცებით, „ტვ პირველის“ ოპერატორმა ლექსო ლაშქარავამ გარდაცვალებამდე ფონიჭალის დასახლებაში მეგობართან ერთად ნაკოტიკული საშუალება შეიძინა.

„ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას ვერ გავცემთ“– უთხრეს „აქცენტს“ შსს–ში თემის კომენტირებისას.

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მამუკა ჭელიძის განცხადებით, "ქიმიური ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიოკარაბინოლი, გაბაპენტინი".

მისივე თქმით, „ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედიზორება“. თუმცა ჭელიძემ აღნიშნა ისიც, რომ დასკვნა შუალედურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის ირგვლივ განამრთულ მესამე ბრიფინგზე (წინა ორი ზედოზირებაზე ირიბ მინიშნებას დაეთმო) ასევე ისაუბრეს გარდაცვალებამდე ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშუტზე: კერძოდ, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ლაშქარავამ ნარკოტიკული ნივთიერებები ფონიჭალაში იყიდა, რომელიც ჭელიძის თქმით, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება.

უწყების მტკიცებით, ლაშქარავამ და მისმა თამხლებმა მეგობარმა შეძენილი ნარკოტიკი ორთაჭალაში, ტყის მასივში მოიხმარეს, სადაც ლაშქარავა შეუძლოდ გახდა.

მამუკა ჭელიძის თქმით, ოჯახმა სასწრაფო დახმარება 11 ივლისს, დილის 6 საათზე გამოიძახა, ექიმებს ლექსო ლაშქარავა უკვე გარდაცვლილი დახვდათ და შემდეგ მის სახლში პოლიცია მივიდა.

მამუკა ჭელიძის განცხადებით, "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ფარგლებში 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა, დაიკითხა 110 პირი, დათვალიერებულია 65 ვიდეოსათვალთვალო კამერა.

"გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი“,– განაცხადა ჭელიძემ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

დღეს ღარიბაშვილმა მოთხოვნის ავტორებს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალა უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S