Accentnews.ge
სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს

სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს

12/07/2021 19:12:15 სამართალი

სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ სათაო ოფისთან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს.

ის მმართველი პარტიის ოფისთან მივიდა და შიდა ტერიტორიაზე მისვლა სურდა, თუმცა ამის უფლება ადგილზე მობილიზებულმა პოლციელებმა არ მისცეს და მოუწოდეს, დაეტოვებინათ ტერიტორია. აღნიშნული ირაკლი აბსანძემ გააპროტესტა. ამის შემდეგ ჟურნალისტი დააკავეს. სავარაუდოდ, ის, ადმინისტრაციული მუხლითაა აყვანილი.

შეგახსენებთ, რომ აქტივისტებმა მმართველი გუნდის ოფისთან აქცია გამართეს. ისინი პრემიერ–მინისრის გადადგომას მოითხოვენ. ამ დროისთვის აქცია დასრულებულია, თუმცა მანამდე 12-მდე დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის, მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი. დემონსტრანტებმა შეძლეს მმართველი გუნდის ოფისთან წარწერის დატოვება, „ღარიბაშვილმა მოკლა ლექსო ლაშქარავა!“.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტები აქციებს მართავენ მას შემდეგ, რაც „ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისს ძალადბრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს გარდაიცვალა. დემონსტრანტები პასუხისმგებლობას მთავრობის მეთაურს აკისრებენ.

ლექსო ლაშქარავას ხვალ დაკრძალავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S