შსს-მ „ოცნების“ ოფისთან, აქციაზე 12 პირი დააკავა
12/07/2021 19:28:00 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქართული ოცნების“ ოფისთან 12 ადამიანი დააკავა.
შსს ამტკიცებს, რომ დემონსტრანტები შეკრების და გამოხატვის უფლების კანონით დადგენილ ფარგლებს გასცდნენ.
"კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად". - აცხადებს უწყება.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტები აქციებს მართავენ მას შემდეგ, რაც „ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისს ძალადბრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს გარდაიცვალა. დემონსტრანტები პასუხისმგებლობას მთავრობის მეთაურს აკისრებენ.
ლექსო ლაშქარავას ხვალ დაკრძალავენ.


