შეიარაღებული ინციდენტის შედეგად სომეხი სამხედრო დაიღუპა და აზერბაიჯანელი დაიჭრა

14-07-2021 16:00:17 კავკასია

სომეხი სამხედრო დაიღუპა და აზერბაიჯანელი დაიჭრა დღეს ორ ქვეყანას შორის საზღვრის ერასხის მონაკვეთზე მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შედეგად, - იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.

მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძაები თავისი საბრძოლო პოზიციების წინ წასაწევად საინჟინრო ტექნიკის გამოყენებით საფორტიფიკაციო სამუშაოების ჩატარებას ცდილობდნენ.

"სომხური მხარის საპასუხო მოქმედების შემდეგ მათ ცეცხლი გახსნეს სომხეთის პოზიციების მიმართულებით. შედეგად ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთმა სამხედრო მოსამსახურემ სასიკვდილო ჭრილობები მიიღო, დაჭრილია ერთი აზერბაიჯანელი სამხედროც», – იუწყება თავდაცვის სამინისტრო, აზერბაიჯანულ მხარეს "მორიგ პროვოკაციაში" ადანაშაულებს და აფრთხილებს, რომ ვითარების შემდგომ შესაძლო გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა ბაქოს დაეკისრება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები